ბუასილის მკურნალობა – უებარი წამალი

ბუასილი (ჰემოროი) სწორი ნაწლავის დაავადებაა, რომელიც სისხლძარღვების გაფართოებას იწვევს. ბუასილის მკურნალობა სხვადასხვა პრეპარატით არის შესაძლებელი, მათ შორის საუკეთესო წამალია – პრესტო გელი.

ბუასილი ორი სახისაა, შიდა და გარე. შიდა ბუასილი ყალიბდება სწორ ნაწლავში, გარე კი – ანუსის გარშემო, ახასიათებს ტკივილი სწორ ნაწლავში, ანალური ნახეთქები და სისხლდენა სწორი ნაწლავიდან.

ბუასილის მკურნალობა

ჰემოროის მკურნალობა

ბუასილი საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა. კვლევების თანახმად, 4-დან 3 ზრდასრული აღნიშნავს, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც ჰქონია ეს პრობლემა. ბუასილი კაცებში ხშირად არასწორი ცხოვრების სტილის გამო ჩნდება, ქალებში კი მთავარი გამომწვევი მიზეზი ორსულობა და მშობიარობაა.

საბედნიეროდ, თანამედროვე მედიცინას უკვე შეუძლია ბუასილის მორჩენა და მისი პრევენცია. დაავადების მარტივი ფორმის შემთხვევაში კი ბუასილის მკურნალობა სახლის პირობებშიცაა შესაძლებელი.

ბუასილის სიმპტომები

ბუასილის ნიშნები და სიმპტომები ინდივიდუალურია. პაციენტს შესაძლოა აღენიშნებოდეს ქვემოთ ჩამოთვლილი ჩივილებიდან ერთი ან რამდენიმე:

  • ქავილი ან გაღიზიანება ანუსის გარშემო
  • ტკივილი ან დისკომფორტი
  • შესიება ანუსის გარშემო
  • სისხლდენა დეფეკაციის დროს

ბუასილის გამომწვევი მიზეზები

ანუსის გარშემო განლაგებული სისხლძარღვების გაფართოებას ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს:

  • ძლიერი ჭინთვები კუჭის მოქმედების დროს
  • ცხოვრების მჯდომარე რეჟიმი
  • ქრონიკული დიარეა ან შეკრულობა
  • სიმსუქნე
  • ორსულობა
  • ანალური სქესობრივი კავშირი
  • არასწორი კვების რეჟიმი
  • სიმძიმეების რეგულარულად აწევა

პრევენცია

იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ ბუასილი, გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:

მიირთვით ბოჭკოვანი საკვები: იკვებეთ ხილით, ბოსტნეულით და ნაკლებად დამუშავებული მარცვლეულით. ეს დაგეხმარებათ მოიწესრიგოთ კუჭნაწლავი და თავი აარიდოთ შეკრულობას, რაც ბუასილის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზია.

მიიღეთ სითხეები: დალიეთ მინიმუმ 8 ჭიქა წყალი და სხვა სითხე ყოველდღიურად. მოერიდეთ ალკოჰოლს.

ნუ გაიჭინთებით: სუნთქვის შეკავება და ძლიერი გაჭინთვა კუჭის მოქმედების დროს დიდ ზეწოლას ახდენს თქვენს ქვედა ტანზე.

ნუ შეიკავებთ კუჭის მოქმედებას: წადით ტუალეტში მაშინვე, როდესაც საჭიროებას იგრძნობთ და ძლიერი ჭინთვაც არ დაგჭირდებათ.

ივარჯიშეთ: იცხოვრეთ აქტიური ცხოვრებით. ხანგრძლივი ჯდომის ან დგომის დროს მეტად იტვირთება ქვედა ტანი, რაც, ზოგ შემთხვევაში, ბუასილს იწვევს.

ბუასილი და ორსულობა

ბუასილი ხშირად თავს ორსულობაში და მშობიარობის შემდგომ პერიოდშიც იჩენს. მეორე-მესამე ტრიმესტრში საშვილოსნო ზომაში იზრდება, რაც დიდ ზეწოლას ახდენს ქალის ქვედა ტანზე და იწვევს სისხლძარღვების გაფართოებას. ორსულებში საკმაოდ ხშირია კუჭის მოქმედების პრობლემებიც, მაგალითად – შეკრულობა, რაც ბუასილის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

მშობიარობის შემდგომი ბუასილი კი, როგორც წესი, ძლიერი ჭინთვებითაა გამოწვეული. ამ პერიოდში მკურნალობისას განსაკუთრებული სიფრთხილით, სამედიცინო პერსონალის მიერ უნდა შეირჩეს სამკურნალო საშუალება. აუცილებელია, რომ ნებისმიერი სისხლდენის დროს ორსულმა მიმართოს მკურნალ ექიმს.

როგორ მოვირჩინოთ ბუასილი

დაავადების მარტივი ფორმების სამკურნალოდ, ძირითადად, გარეგანი გამოყენების საშუალებები გამოიყენება, რომლებიც ურეცეპტოდ შეგიძლიათ შეიძინოთ.

ბუასილის კარგი წამალი დამზადებული უნდა იყოს ნატურალური ინგრედიენტებით და ჰქონდეს გამაყუჩებელი ეფექტი.

გარეგანი გამოყენების გელი დღეში 1-2-ჯერ უნდა დაიტანოთ გაღიზიანებულ ადგილას. სასურველია პროცედურამდე საპნის გარეშე, თბილი ან გრილი წყლით დაბანა. ნებისმიერი პრეპარატის გამოყენების წინ აუცილებელია მისი ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა და გათვალისწინება.

ერთ-ერთი ასეთი ნატურალური პროდუქტია „პრესტო გელი“. ესაა ეფექტური სამკურნალო საშუალება, რომელიც მომენტალურად ხსნის ტკივილს, წვას, სისხლდენას და ქავილის შეგრძნებას. გამოიყენება ორსულებში და ლაქტაციის პერიოდშიც. მისი გამოყენებისას არ გამოვლენილა გვერდითი მოვლენები. ჰემორაიდალური კვანძების გადიდების შემთხვევაში, გელის გამოყენების დასაწყისში შეიძლება აღინიშნებოდეს გარდამავალი წვის შეგრძნება, ხელმეორედ გამოყენებისას ეს შეგრძნება ქრება.

„პრესტო გელი“ ქმნის ფიზიკურ ბარიერს ლორწოვან გარსზე, ხელს უშლის ბაქტერიების შეღწევას და კანის გაღიზიანებას.

თუ ბუასილს ქრონიკული ფორმა აქვს და გარეგანი საშუალებები არაეფექტურია, უმჯობესია მიმართოთ ექიმ-პროქტოლოგს. ზოგიერთ შემთხვევაში საჭირო ხდება ბუასილის ოპერაციული მკურნალობაც.